1926797_663113757128441_7626844989922299399_n

 

წინამდებარე კანონის მიზნებისთვის

უსახლკარო ნიშნავს-

  1. ფიზიკურ პირს ან ოჯახს, რომელსაც არ გააჩნია ფიქსირებული, რეგულარული და სათანადო ღამის გასათევი;(ყოველგვარითავშესაფრისგარეშე, ღიაცისქვეშმცხოვრები)
  2. ფიზიკურ პირს ან ოჯახს, რომელსაც აქვს პირველადი ღამის გასათევი, საჯარო თუ კერძო ადგილი მაგრამ აღნიშნული არ არის განკუთვნილი ან ჩვეულებრივ არ გამოიყენება საცხოვრებლად (მათ შორის, მანქანის, პარკი, მიტოვებული შენობა, ავტობუსით ან მატარებლის სადგური, აეროპორტი, ან კარავში ადგილზე)
  3. ფიზიკურ პირს ან ოჯახს, რომელსაც აქვს დროებითი ხასიათის დასაძინებელი ადგილი დაწესებულებაში ან თავშესაფარში.
  4. ფიზიკურ პირს ან ოჯახს მცხოვრებ საცხოვრებელში (ემუქრებაგასახლებისსაფრთხემაღალიალბათობისარასაიმედოსაცხოვრებელიადგილი, გამოსახლება, ოჯახურიძალადობა, არსებობსსასამართლოძალაშიშესულიგადაწყვეტილებამისიგამოსახლებისშესახებ)

 

მუხლი 1- რეგულირების სფერო და მიზანი

 

  1. წინამდებარეკანონიაწესებსუსახლკაროსცნებასდაუსახლკაროსსტატუსისმინიჭებისწესს
  2. კანონისმიზანიამოახდინოსუსახლკაროთასტატუსისმინიჭება, უსახკაროთაუფლებებისდადაცვისსისტემისუზრუნველყოფადარეგულირება, უსახლკაროთადაცვისადმინისტრირებისორგანოსჩამოყალიბება.

მუხლი 2 – უსახლკაროს სტატუსი

 

  1. უსახლკაროს სტატუსის დადგენა და მინიჭება ხდება წინამდებარე კანონში მოცემული განმარტების შესაბამისად, უსახლკაროს სტატუსის მინიჭება ხდება სახელმწიფო სააგენტოს ან ტერიტორიული თვითმართველობის ორგანოების მიერ.
  2. წინამდებარე კანონის თანახმად უსახლკარო პირთა აღრიცხვა ხდება სახელმწიფოს სააგენტოს, სახელმწიფო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ.
  3. სახელმწიფოს სააგენტოს, სახელმწიფო სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებს ევალებათ მოახდინონ უსახლკაროთა აღრიცხა მათი ტერიტორიული უფლებამოსილების ფარგლებში. სახელმწიფო სააგენტოს ევალება უსახლკაროების ერთიანი ბაზის შექმნა.

 

მუხლი 3–სამოქმედო გეგმა

 

1.წინამდებარე კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

ა) უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტოს შექმნა, რომელიც იქნება კომპეტენტური უსახლკაროების საკითხების მართვაში, შეიქმნება წინამდებარე კანონით განსაზღვრული წესით და მიენიჭება წინამდებარე კანონით განსაზღვრული კომპეტენციები.

ბ) უსახლკაროთა ერთიანი ბაზის შექმნა და უსახლაროთა აღრიცხვის ერთიანი მექანიზმი.

გ) უსახლკაროების პრობლემის მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შექმნა

დ) უსახკაროების პრევენციის ერთიანი გეგმის შემუშავება

ე) უსახკლაროთა დროებითი განთავსების ობიექტების ნუსხა

ზ) უსახლკაროთა მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტრატეგიულ გეგმას.

თ) საცხოვრებელი ფონდის შექმნა

ი) სტრატეგიული გეგმის შესრულების სამონიტორინგო ორგანოს შექმა, მისი მუშაობის და უფლებამოსილების რეგულირება

კ) დაამტკიცოს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი ფონდის და კერძო საკუთრების უსახლკაროების მიერ პრივატიზაციის წესი.

2. სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომ საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში წარსადგენად სადაც ასახული იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპები და მიღწეული შედეგები.

 

მუხლი 4- უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტო

 

  1. უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია წინამდებარე კანონის მიზნების განსახორციელებლად.
  2. უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონის საჯარო სამსახურის შესახებ, წინამდებარე კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
  3. უსახლკაროთა მომსახურების და უსახკარობის მართვის სააგენტო ახორციელებს თავის საქმიანობას დამოუკიდებლად და სტრუქტურული ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
  4. უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტოს დებულება უნდა იქნეს დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ წინამდებარე კანონის ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში.

 

მუხლი 5- უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტოს ფუნქციები

 

უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

  1. უზრუნველყოს უსახლკაროთა აღრიცხვა, უსახლკაროს სტატუსის მინიჭება და უსახლკაროთა ერთიანი ბაზის შექმნა.
  2. უზრუნველყოს უსახლკაროთა უფლებების დაცვა
  3. უზრუნველყოს უსახლკაროთა დროებით განთავსების ობიექტების მართვა, უსახლკაროთა დროებით განთავსების ობიექტებში განთავსება, უსახლკაროთა უზრუნველყოფა თავშესაფრით.
  4. უზრუნველყოს საცხოვრებელი ფონდის მართვა
  5. განახორციელოს უსახლკაროთა პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმა
  6. მიიღოს გადაწყვეტილება იღებს სპეციალურ დაწესებულებაში ან დროებით თავშესაფარში პირის განთავსების შესახებ.
  7. შექმნას სამართლებრივი ბაზა ზემოაღნიშნული ფუნქციების და წინამდებარე კანონის მიზნების განსახორციელებლად.

 

მუხლი6- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია უსახლკაროთა საკითხების რეგულირებაში.

 

  1. ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოები მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევენ უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტოს უსახლკაროთა აღრიცხვის და უსახლკაროთა ერთიანი ბაზის შესაქმნელად და უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფაში.
  2. აწარმოებენ უსახლკაროს სტატუსის მაძიებელ პირთა აღრიცხვას და რეგისტრაციას
  3. უზრუნველყოფენ უსახლკაროთა სტატუსს მაძიებელ პირთა რეგისტრაციის მონაცემების უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას.
  4. ადგილობრივი უსახლკაროთა პროგრამების განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფენ წინამდებარე კანონით განსაზღვრული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას.

 

მუხლი7- უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით პრიორიტეტული დაკმაყოფილების წესი

 

  1. წინამდებარე კანონის მიზნებისთვის განსაზღვრულ უსახლკაროთა კატეგორიას მიენიჭება საცხოვრებელი ფართი პრიორიტეტული წესით:

ა) მრავალშვილიან ოჯახებს

ბ) ფსიქიკური აშლილობის, ინვალიდობის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს

გ) მარტოხელა დედებს

დ) 65 წელს გადაცილებულ პირებს

ე) ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს

ვ) ბუნებრივი კატასტროფების და კატაკლიზმების მსხვერპლებს

  1. უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტოს უზრუნველყოფს პრიორიტეტული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების წესის დამტკიცებას.

 

მუხლი8- უსახლკაროთა დახმარების დაფინანსება

 

  1. უსახლკაროთა დახმარების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები
  2. უსახლკაროთა დახმარების დამხმარე წყაროებია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, დონორების მიერ გადახდილი თანხები და სხვა სახის შემოწირულობები.

 

მუხლი9- კანონის ამოქმედება

 

  1. წინამდებარე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონით სოციალური დახმარების შესახებ დანმარტებული უსახლკარო პირის ცნება და საქართველოს კანონის სოციალური დახმარების შესახებ მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი და „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-2 მუხლი.
  2. საქართველოს მთავრობა წინამდებარე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმაბლობაში უზრუნველყოს წინამდებარე კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
  3. საქართველოს მთავრობა წინამდებარე კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში უზრუნველყოს წინამდებარე უსახლკაროთა მომსახურების და უსახლკარობის მართვის სააგენტოს დებულების შექმნა.

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

უსახლკაროთა შესახებ

 

  1. კანონპროექტის შესახებ

 

ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოში არსებული უსახლკარო პირების და ოჯახების რაოდენობით, რასაც წინ უძღვებოდა ჩატარებული კვლევა, ასევე ამ სფეროში საკანონმდებლო რეგულირების ნაკლებობა. დღევანდელი დღის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობა უსახლკაროთა დარგში შემოიფარგლება საქართველოს კანონში სოციალური დაცვის შესახებ არსებული უსახლკარო პირის განმარტებით და ამავე კანონის მე-17 და მე-18 მუხლში არსებული ჩანაწერებით. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულირება არასაკმარისია მსგავსი პრობლემური სფეროს დასარეგულირებლად და უსახლკაროთა უფლებების დასაცავად ასევე უსახლკაროთათვის დახმარების გასაწევად.

 

ბ) კანონპროექტის მიზანი

კანონპროექტი მიზნად ისახავს უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივას. უპირველეს ყოვლისა კანონს შემოაქვს უსახლკარო პირის ფართო განმარტება, რომელიც მიღებულია ევროკავშირის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში და რეკომენდირებულია უსახლკაროთა დარგში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. უსახლკარო პირის სტატუსის სწორად და ფართოდ განსაზღვრა საწინდარია იმისა, რომ დაცული იქნეს ამ პირების უფლებები და აღმოჩენილი იქნეს მათზე საჭირო დახმარება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული უსახლკარო პირის განმარტება უსახლკაროდ განსაზღვრავს არამხოლოდ უშუალოდ ღია ცის ქვეშ მცხოვრებ პირებს, არამედ იმ პირებს ვინც ცხოვრობენ საცხოვრებლად არასათანადო ან გამოუსადეგარ პირობებში, ასევე აღნიშნული განმარტების მიხედვით უსახლკაროდ მიჩნეული შეიძლება იქნეს პოტენციალურად უსახლკარო პირი, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოსახლება ემუქრება. საქართველოში პოტენციალური უსახლკარო პირების ოდენობა ძალზედ დიდია, განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაახლოვებით 86.000 უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რომელიც სწორად და ფართოდ განმარტავს უსახლკარო პირის ცნებას და ასევე დანერგავს საკანონმდებლო ჩარჩოს უსახკლაროთა პრობლემატიკის მოსაგვარებლად.

 

გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტი აწესებს არამხოლოდ უსახლკარო პირის განმარტებას და უსახლკარო პირის სტატუსის დადგენის ვალდებულებას, არამედ ასევე აწესებს უსახლკაროთა საკითხებში კომპეტენტური ორგანოს შექმნის ვალდებულებას და უსახლკაროთა პრობლემის მოგვარების სამოქმედო გეგმის დამტკიცების ვალდებულებას. უსახლკაროთა პრობლემის მოგვარების სამოქმედო გეგმა კანონის მიხედვით უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მახასიათებლებს, რომელიც აუცილებელია საიმისოდ, რომ აღნიშნული გეგმა ეფექტურად ასახავდეს უსახლკაროთა პრობლემატური საკითხების გადაჭრის მეთოდებს. უსახლკაროთა საკითხებში კომპეტენტური ორგანოს შექმნა მოახდენს უსახლკაროთა საკითხებში ერთიან კომპეტენტური ორგანოს არსებობას, რაც თავის თავად არ გამორიცხავს თვითმართველობის ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, მოახდინონ უსახკლაროთა აღრიცხვა და უსახლკარო პირების დახმარების ვალდებულება, უფრო მეტიც კანონი ცდილობს უფრო მოსახერხებელი გახადოს აღნიშნული პროცედურა. კერძოდ, კანონს გადააქვს ვალდებულება უსახლკაროს სტატუსის მაძიებლის მიმართ იქნეს აღრიცხული საიმისოდ, რომ მოიპოვოს სტატუსი თავად სახელმწიფოზე ერთიანი ორგანოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მეშვეობით მოახდინოს აღრიცხვა და შექმნას ერთიანი ბაზა უსახლკარო პირების. თავის მხრივ ერთიანი კონმპეტენტური ორგანოს არსებობა მოახდენს უსახლკაროთა საკითხების უკეთ კოორდინირებას და სახემწიფოს უშუალო ჩართულობას და ზრუნვას უსახლკარო პირებზე.

 

  1. კანონპროექტის საბიუჯეტო ნაწილი

ა) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტზე

კანონპროექტი გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოთ, კანონპროექტი გამოიწვევს სახელმწიფო ვალდებულებას შექმნილი იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უსახლკაროთა მომსახურების და უსახკარობის მართვის სააგენტო.

ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

კანონპრიექტი არ გამოიწვევს ფინანსურ ვალდებულებებს კანონპროექტის ბენეფიციარების მხრიდან.

 

  1. კანონპრიექტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან

კანონპროექტი სრულად შეესაბამება უსახლკაროთა რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებს. კანონპროექტი შეესაბამება სოციალურ ქარტიას, ევროკავშირის სტანდარტებს და უსახლკაროთა სფეროში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას.

კანონპროექტის შექმნისას გამოკვლეული იქნა აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების საკანონმდებლო ბაზა უსახლკაროთა დარგში და გათვალისწინებული იქნა აღნიშნული ქვეყნების გამოცდილება უსახკლაროთა პრობლემატიკის რეგულირების სფეროში. სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის და სტანდარტების გათვალისწინებით და ასევე საქართველოში არსებული უსახლკაროთა მდგომარეობის და მათი პრობლემატიკის ირგვლივ ჩატარებული კვლევის შედეგად შეიქმნა აღნიშნული კანონპროექტი.

 

  1. კანონპრიექტის მიღების პროცესში მიღებული კონსულტაციები

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩატარებული იქნა კვლევა ეროვნული მასშტაბით და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით. კანონპროექტის შექმნისას ვთანამშრომლობდით FEANTSA-თან (ეროვნულ ორგანიზაციათა ფედერაცია უსახლკაროთა საკითხებში). FEANTSA-ს ჰყავს 130-ზე მეტი წევრი ორგანიზაცია, მჭიდროდ თანამშომლობს ევროპის 30 ქვეყანასთან, მათშორის, ევროკავშირის 25 წევრ სახელმწიფოსთან. FEANTSA-ს წევრები უმეტეს წილად არიან ეროვნული და რეგიონალური ქოლგა ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ უსახლკაროთა დასახმარებლად და უზრუნველყოფენ უსახლკაროებს სხვადასხვა სახის დახმარებით და მხარდაჭერით. FEANTSA მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და აქვს საკონსულტაციო ორგანიზაციის სტატუსი ევროპის საბჭოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებში.იგი იღებს ფინანსურ მხარდაჭერას ევროკომისიისგან. სწორედ FEANTSA-გან ვიღებთ საჭირო სამართლებრივ ბაზას და საკონსულტაციო მხარდაჭერას.

 

  1. კანონპროექტის ავტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი-დასაქმებისთვის“

 

  1. კანონპროექტის ინიციატორი

საქართველოს პარლამენტის წევრი –