სახით უსახლკაროებისაკენ

პროექტის  განაცხადი

123

ორგანიზატორი(ები)

(ცნობები იურიდიული პირის შესახებ: რეგისტრაცია, ხელმძღვანელობა, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო მისამართები)

’’უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის’’, საქართველოს რესპუბლიკა

არასამთავრობო,  არაკომერციული ორგანიზაცია დარეგისტრირებულია საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ. 07.11.2011 წელს. საიდენტიფიკაციო კოდი: 404410785

ხელმძღვანელი: თამარ იოვაშვილი

ელ.ფოსტა: umushevartakavshiri@gmail.com

საკონტაქტო ტელეფონი: + 995 599 54 10 22

მისამართი: 0114 საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N 22/24 ბლოკი ‘’გ’’, ბ 51.

საბანკო რეკვიზიტები: ანგარიშსწ. GEO8LB0115160036173000 SWIFT CODE LBRTGE22

 

პროექტის დასახელება და თემა: თბილისის უსახლკაროთა მონაცემთა ბაზის შექმნა
პროექტის მიზანია თბილისის მასტაბით  საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა იმ კატეგორიის გამოვლენა, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველთა ფენას, სხვადასხვა დრამატული გარემოებების გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ და იძულებულები არიან მუდმივად ეძებონ დროებითი თავშესაფარი, ანაც თვითნებურად  აქვთ დაკავებული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბინები, სადაც არანაირი მოქმედი კომუნალური ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

,,უსახლკარო მოქალაქეთა’’ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, აუცილებელ პირობას წარმოადგენს საიმისოდ, რათა შემდგომში ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთოს მიმართვა რესპუბლიკის ხელისუფლებისადმი, რომ მიღებულ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან ზომები ასეთი კატეგორიის ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად. ამას ითვალისწინებს ევროპული სოციალური ქარტიის 31-ე პუნქტი და რომლის რატიფიცირებაც საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა 2005 წელს მოახდინა.

 

პროექტი საშუალებას იძლევა გამოავლინოს ისეთი მოქალაქეები, რომლებიც არაოფიციალურ საცხოვრებელ ფართებში კომპაქტურად ცხოვრობენ, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება პირადობის დადგენით და ასევე მიიღოს მათგან ინფორმაცია სახლკარის დაკარგვის გარემოებების, შვილების და მოხუცებული ნათესავების რაოდენობის შესახებ, რომლებიც მათთან ერთად იმყოფებიან. შემდგომში ამ ინფორმაციას მონაცემთა ფორმალიზებულ ბაზაში შეტანით, რათა დაეხმაროს ამ ადამიანებს დადგნენ სახელმწიფო აღრიცხვაზე, როგორც სოციალური საცხოვრებლის საჭიროების მქონენი.

 

ჩვენი ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”, რომლის საწესდებო ამოცანას და იდეოლოგიურ პლატფორმას უქონელთა სოციალური დაცვის საკითხები წარმოადგენს, მზადაა საკუთარ თავზე აიღოს მონაცემთა ბაზის ფორმირების პროცესი და მისი შემდგომში ფუნქციონირება, რათა საბოლოოდ ხელი შეუწყოს საქართველოს რესპუბლიკაში, ევროპული ტიპის სოციალური უზრუნველყოფის ატრიბუტების დამკვიდრებას.

 

ადგილი/ მოქმედების ადგილი

საქართველო/ ქ. თბილისი

 

ვადა/ მოქმედების ვადა

20.02.2015-20.08.2015

 

პროექტში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა

პროექტის ფარგლებში დაკავებული იქნება 16 (თექვსმეტი) ადამიანი

 

პროექტის მონაწილეები (მიზნობრივი ჯგუფი)

მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ თბილისის მაცხოვრებელი უსახლკარო ადამიანები

 

ძირითადი ბლოკი (დაახლოებითი სამოქმედო პროგრამა)

 

  1. პროექტის რეალიზაციისათვის, ორგანიზაცია საჯაროდ გააცხადებს ქალაქ თბილისის უსახლკაროთა რეგისტრაციის დაწყებას და საამისოდ გამოიყენებს შემდეგ არხებს;

ა). სოციალური რეკლამები ტელევიზიითა და ბეჭდურ მედიაში, საზოგადოებისთვის პროექტის დაწყების  და ასევე მონაცემთა ბაზაში უსახლკაროთა რეგისტრირების შესაძლებლობლოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ).  10 სპეციალური სოცაგენტი, რომლებიც მოაწყობენ ვიზიტებს  უსახლკაროთა კომპაქტურად საცხოვრებელ არალეგალურ ადგილებში,  შეაგროვებს ინფორმაციას მათი ყოფის რეალურ ხარისხზე;

გ). საინფორმაციო ბუკლეტები, ორგანიზაციის მისამართის მითითებით, სადაც შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის გავლა და მითითებული იქნება ,,ცხელი ხაზის’’ სატელეფონო ნომერი (გავრცელების არეალი: მეტროსადგურები, ბაზრობები და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილები);

დ). ,,ცხელი ხაზის’’ ამოქმედება უსახლკაროთათვის კონსულტაციის მისაღებად;

ე). პროექტის დროებითი ოფისის გახსნა უსახლკაროთა რეგისტრაციისთვის;

 

  1. დროებითი ოფისის ბაზაზე, მიზნობრივი ჯგუფისთვის საკონსულტაციო სამსახურის შექმნა, რათა გაეწიოს ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს იურიდიული დახმარება და მოქმედი კანომდებლობის თანახმად, მათი სამოქალაქო უფლებების ახსნა-განმარტება;

 

  1. პროექტის შტაბში გაეწიოს ორგანიზება ყოველკვირეულ თათბირებს, სადაც დარეგისტრირებული მოქალაქეების მიმდინარე მონიტორინგს გაუკეთდება ანალიზი და პროექტის ხელმძღვანელის მიერ მომავალი კვირის ამოცანების დაგეგმვა (კორექტირება) მოხდება;

 

  1. მიზნობრივი ჯგუფის წევრთა მიერ საცხოვრებლის დაკარგვის ძირითადი მიზეზების ანალიზი;

 

  1. სახელმწიფოს ხელისუფლებასთან, მუნიციპალიტეტებთან და ასევე სოციალური დახმარების სააგენტოსთან, პროექტის საკომუნიკაციო ჯგუფის ორგანიზება.

 

  1. დასაქმების დეპარტამენტთან კომუნიკაციის ორგანიზება, უსახლკარო მოქალაქეთა ანაზღაურებად საზოგადოებრივ სამუშაოზე შესაძლო შრომითი მოწყობის შესახებ.

 

  1. ქ. თბილისის საკრებულოს და საქართველოსო პარლამენტის დეპუტატებთან მუშაობა სოციალური ლობის ფორმირებისათვის, რაც ხელს შეუწყობს უსახლკაროთათვის უფასო სოციალური საცხოვრებლით, ანაც საერთო საცხორვებლით დაკმაყოფილების პრობლემის გადაწყვეტას.

 

პროექტის მიზნები/ ,,აბსტრაქტული’’

 

ბოლო წლების მანძილზე საქართველოს რესპუბლიკაში უსალკაროთა პრობლემა მწვავედ დადგა. ტოტალური უმუშევრობის და მძიმე სოციალური ფონის პირობებში, არაერთი ოჯახი დარჩა საცხოვრებლის გარეშე. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ ევროპული სოციალური ქარტიის ვალდებულებები აიღო საკუთარ თავზე (უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველოყოფა), მისი რეალიზაციის ეფექტური მექანიზმი ამ ეტაპისთვის მაინც არ არსებობს.

ჩვენ ვთვლით, რომ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახების რეგისტრაცია და მონიტორინგი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან ასეთი ადამიანების რეალური რაოდენობის დადგენა, პრობლემის გადაწყვეტის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. ამის შესახებ არაერთხელ, დაწყებული 2009 წლიდან, აცხადებდა საქართველოს ომბუდსმენი, თუმცა არანაირი ქმედებები ამ მიმართულებით ამ დრომდე არ განხორციელებულა.

 

მხოლოდ იმ პირობებში, როცა გვექნება უსახლკარო მოქალაქეთა საერთო რაოდენობის შესახებ სრული, აქტუალიზირებული ინფორმაცია, სახელმწიფო შეძლებს დაგეგმოს საბიუჯეტო დანახარჯები ამ კატეგორიის ადამიანთათვის სოციალური საცხოვრისის მიზნობრივი  ფონდის შესაქმნელად.

 

ჩვენი ორგანიზაცია აპირებს გამოიჩინოს აქტივობა ამ მიმართულებით და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას უბიძგოს. შეასრულოს ვალდებულები უსახლკაროთა მიმართ.

 

მოსალოდნელ ბენიფიციართა რიცხვი საკმაოდ დიდია. ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 2012 წელს ქუჩაში განდევნილი იქნა 3 326 ოჯახი, რომლებმაც ვერ შეძლეს იპოთეკური კრედიტების გადახდა, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით, იპოთეკა გაფორმებული აქვს 132 000 ოჯახს (თბილისის მონაცემებით), მათგან 66 436 ოჯახი ამ მომენტისთვის, გამოსახლების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება.

 

 

მოსალოდნელი შედეგები

 

ჩვენ შეგვიძლია დეტალურად და სტრუქტურულად ავღწეროთ ქ. თბილისის უსახლკაროთა რეალური სიტუაცია. ასევე შესაძლებელია შევიმუშაოთ რეკომენდაციები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და დავუმტკიცოთ ხელისუფლებას, რომ პრობლემამ გრანდიოზული მასშტაბები მიიღო. ეს უკვე არაა მხოლოდ ერთეული ოჯახების პრობლემა, არამედ ეს დიდი სოციალური ჯგუფია. ჩვენი ორგანიზაცია სახალხოა და განზრახული გვაქვს მოვიზიდოთ ამ პრობლემის გადაჭრისათვის როგორც საკრებულოს, ისე პარლამენტის დეპუტატები, მედიასაშუალებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ჩვენ შევქმნით მოტივირებულ ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ამას გარდა, ჩვენი ორგანიზაცია შეძლებს საკუთარ თავზე აიღოს, მთავრობის მიერ შემდგომ განხორციელებულ ქმედებებზე  დამკვირვებლის ფუნქცია.

 

სავარაუდო პუბლიკაციები და სხვა მატერიალები

 

პროექტის მიმდინარეობის მთელი დროის მანძილზე, ნავარაუდებია მედიისთვის ბრიფინგების გამართვა. პროექტის დასრულების შემდეგ, იგეგმება დასკვნითი ბროშურის გამოშვება. მასში დეტალურად იქნება ასახული პროექტის რეალიზაცია. ამას გარდა, მასში შევა ჩვენი ორგანიზაციის მიერ ფორმულირებული საკანონმდებლო ინიციატივები და რეკომენდაციები.