სოციალური მხარდაჭერა უსახლკაროებს

123

განაცხადი პროექტზე

 

ორგანიზატორი (ები) 

(ცნობები იურიდიული პირი შესახებ: რეგისტრაცია, ხელმძღვანელი, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო მისამართები)

 

«უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის»

საქართველოს რესპუბლიკა

არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია. დარეგისტრირებულია საქრთველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ  07.11.2011 წელს, საიდენტიფიკაციო კოდი  404410785.

ხელმძღვანელი (თავმჯდომარე): თამარ იოვაშვილი

ელ. ფოსტა:     umushevartakavshiri@gmail.com

საკონტაქტო ტელეფონი: +995 599 541022, 2476552

მისამრთი: 0114 საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი, კრწანისის ქ, ბ. 22/ 24 ბლოკი «გ», ოფ. 51

საბანკო რეკვიზიტები: ანგ/ანგარიში: GEO8LB0115160036173000    SWIFT CODE LBRTGE22

პროექტის დასახელება და პროექტის თემა : სოციალური მხარდაჭერა უსახლკაროებს.

პროექტის მიზანია შეიქმნას უსახლკაროთა მხარდაჭერის საკონსულტაციო ცენტრი,  კანონის „უსახლკაროთა შესახებ“ პოპულარიზაცია, მისი შემდგომი მიღება და მთავრობისა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მხრიდან უსახლკაროთა პრობლემების გადაწყვეტისთვის განხორციელებულ ქმედებათა მონიტორინგი. პარალელურად მოხდება უსახლკაროთა რეგისტრაცია საქართველოს რეგიონებში. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქალაქეები რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ , ხშირ შემთხვევებში იურიდიულ საკითხებში გათვითცნობიერებულები არ არიან, რაც ხელს უშლით მათ მოახდინონ საკუთარი კანონიერი უფლებების რეალიზება, სათანადო წესით გააფორმონ „სოციალურად დაუცველის“ სტატუსი, მიიღონ რეგისტრაცია, რათა ჩართულნი იყვნენ სოციალური დაცვის მექანიზმებში. უმძიმესი სტრესული სიტუაცია, რომელშიც ხვდებიან უსახლკაროები, არ აძლევთ მათ საშუალებას სათანადოდ იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად, ანგრევს მათ ფსიქიკას და უბიძგებს სუიციდისკენ. ასეთ ადამიანებს ესაჭიროებათ როგორც უფლებრივი, ისე ფსიქოლოგიური მხარდჭერა, დახმარება სტრესის დასაძლევად და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, შრომით მოწყობაში და ა.შ.

ყველაზე დაუცველები ამ პირობებში უსახლკარო ოჯახების ბავშვები და მოხუცებული წევრები არიან.  პროექტის „სახით უსახლკაროებისკენ“ მუშაობის პროცესში, ჩვენ ხშირად ვაწყდებოდით იმას, რომ ასეთი ოჯახების ბავშვები არ დადიან სკოლებში და თანატოლებს განვითარების მხრივ ჩამორჩებიან. ისინი მოკლებულნი არიან სწავლის ელემენტარულ პირობებს, მათთვის მიუწვდომელია სპორტული სექციები და განვითარებისთვის აუცილებელი წრეები.  ცენტრის შექმნის აუცილებლობა სახეზეა, რომლის ბაზაზეც  ჩვენ შევძლებდით გაგვეერთიანებინა და კოორდინაცია მოგვეხდინა იმ ძალების, რომელთაც აქვთ სურვილი დ შესაძლებლობა დაეხმარონ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, კერძოდ კი შეეგროვებინათ მათთვის ტანსაცმელი და კვების პროდუქტები.

ამ უმნიშვნელოვანესი საქმის პარალელურად, ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია მასზედ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ქვეყნისთვის ასე საჭირო კანონპროექტი, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული და რომელიც საშუალებას იძლევა მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ იქნას „უსახლკაროთა“ გაფართოებული განმარტება და შეიქმნას კომპეტენტური ორგანო, რომელიც დაკავებული იქნება უსახლკაროთა საქმეებით და შესაბამის მეთოდიკას და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.  ეს ორგანო, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მჭიდრო კონტროლის პირობებში,  უსახლკაროთათვის დახმარების აღმოჩენის კოორდინაციას მოახდენს. ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც აპირებს ქვეყნის მასშტაბით ამ პროექტის პოპულარიზაციას, დაარწმუნოს საზოგადოება გაუწიოს მხარდაჭერა უსახლკაროთა შესახებ კანონის მიღებას და პარალელურად ასევე, აწარმოოს უსახლკაროთა აღწერა საქართველოს რეგიონებში. პროექტის მიმდინარეობის მთელი დროის განმავლობაში, ჩვენ მოვახდენთ ამ საკითხში მთავრობის მოქმედებათა მონიტორინგს, განვახორცილებთ მსუბუქ და ძალდაუტანებელ ზეწოლას მასზე, რათა გადადგმულ იქნას სწორი და სათანადო ნაბიჯები ამ მიმართულებით.

პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საქართველოს რეგიონებში ჩასვლა და ადგილებზე შეხვედრების ორგანიზება. ჩვენ ვგეგმავთ კახეთს, იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, აჭარას და ქართლს ვეწვიოთ. შეხვედრების პარალელურად, მოხდება უსახლკაროთა რეგისტრაცია ზემოჩამოთვლილ რეგიონებში. ამ ღონისძიებთა შესხებ მოსახლეობა ინფორმირებული იქნება წინასწარ მედისშუალებებით და ტელეარხ „ობიექტივის“ გადაცემათა საშუალებით. იმის გათვალისწინებით, რომ  მასმედიას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე უდიდესი  შესაძლებლობები გააჩნია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება წამყვანი ტელეკომპანიების პროდიუსერებისთვის და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელთათვის სემინარების ორგანიზებას.

 

 

ადგილი/პროექტის ჩატარების ადგილი

საქართველო, ქალაქი თბილისი

 

ვადა/ჩატარების ვადები

01.03. 2016 – 01.10.2016

 

მონაწილეთა რაოდენობა

პროექტის ფარგლებში ჩართული იქნება 13 ადამიანი.

 

მონაწილეები (მიზნობრივი ჯგუფი)

 

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს ქალაქ თბილისის და მთკლიანად საქართველოს უსახლკარო ადამიანები წარმოადგენენ, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ოჯახური ძალადობის და ჰომოფობიის მსხვერპლნი გახდნენ, რომელთაც იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმერაბა ესაჭიროებათ. პროექტის ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს „უსახლკაროთა შეხახებ“ კანონპროექტის პოპულარიზაციას, მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ პარლამენტარები, იუსტიციის და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, პოლიტიკური პარტიები ( როგორც საპრლამენტო, ისე რასაპარლამენტო), არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები.

 

ძირითადი ბლოკები (თვალსაჩინო პროგრამა)

 

  • პროექტის რეალიზაციისთვის, ორგანიზაცია საჯაროდ გააცხადებს უსახლკაროთა მხრადჭერის ცენტრის გახსნას პროექტის ოფისში, სადაც გამოყენებული იქნება შემდეგი შესაძლებლობები:
  • სოციალური რეკლამა ტელევიზიებით და ბეჭდურ მედიაში, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას პროექტის დაწყების და მისი მიზნების შესახებ;
  • საინფორმაციო ბუკლეტები ორგანიზაციის მისმრთის მითითებით, სადაც შესაძლებელი იქნება მიიღონ კონსულტაცია, სატელეფონო „ცხელი ხაზის“ მუშაობის შესახებ (გავრლედება მეტროსადგურების, ბაზრებისა და ადამიანთა მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში);
  • სატელეფონო „ცხელი ხაზის“ გახსნა, უსახლკაროთათვის კონსულტაციის გასაწევად;
  • უსახლკაროთათვის დახმარების გსაწევად, დროებითი ოფისის გახსნა;
  • იმ ადგილებზე გასვლა, სადაც უსახლკარო ადამიანები კომპაქტურად ცხოვრობენ და მათთვის პროექტის მიზნების შესახებ ინფორმაციის გადაცემა;
  1. დროებითი ოფისის ბაზაზე, საკონსულტაციო ცენტრის  გახსნა, რომელიც  იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს და მიზნობრივ ჯგუფში შემავალ ადამიანებთან გასაუბრებებს ჩაატარებს, რთა მათთვის განმარტებული იქნას, თუ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, რა უფლებები გააჩნიათ მათ.

 

  1. პროექტის შტაბში ყოველკვირეული თათბირების ორგანიზება მიმდინარე მონიტორინგის და დახმარების ანალიზის შესახებ, ასევე პროექტის ხელმძღვანელების მიერ მომავალი კვირისთვის დასახული (კორექტირებული) ამოცანების გაცნობა.

 

  1. საპროექტო ჯგუფის სახელმწიფო ხელისუფლებასთან, მუნიციპალიტეტებთან და ასევე სოციალური დახმარების საგენტოსთან კომუნიკაციის ორგანიზება.

 

  1. კომუნიკაციის ორგანიზება დასაქმების დეპარტამენტთან, რომლის მიზანიც უსახლკარო და უმუშევარი ადამიანების ანაზღაურებად საზოგადოებრივ სამუშაოებზე შრომით მოწყობაში ხელშეწყობა და დახმარება იქნება.

 

  1. ქ. თბილისის საკრებულოს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან, იუსტიციის და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროებთან მუშაობა, რომლის მიზანიც  მთავრობის ქმედებათა მონიტორინგი და ასევე „უსახლკაროთა შესახებ“ კანონპროექტის ინიციაცია და მისი შემდგომი მიღება იქნება.

 

 

  1. გასვლითი სემინარი წამყვანი ტელეკომპანიების პროდიუსერებისთვის და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელთათვის და დისკუსიისათვის „მრგვალი მაგიდის“ ორგანიზება.

 

  1. შესაბამის სამინისტორებთან შეხვედრების ორგანიზება.

 

  1. საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრების ორგანიზება, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში კანონპროექტის განხილვა.

 

 

  1. ქ.თბილისის, ქუთაისის, ამბროლაურის, ცაგერის, ოზურგეთის, პოთის, ბათუმის, გორის, თელავის და რუსთავის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება. რეგიონებში უსახლკაროთა რეგისტრაცია.

 

  1. ასევე, პროექტის მიმდინარეობის მთელი დროის მანძილზე ტელეარხს „ობიექტივზე“ გავა სავტორო გადაცემა სახელწოდებით „სახით უსახლკაროებისკენ“.

 

ეტაპი          მოქმედება
1 2 3 4 5 6 7
 

I

 

სამუშაოთა დაგეგმვა, მოსამზადებელი სამუშაოები, პროექტის დაწყების პრეზენტაცია X
მედიში სარეკლამო კამპანიის ჩატარება, საინფორმაციო „ფლაერების“ და ბუკლეტების დარიგება. უსახლკაროთა კომპაქტურად დასახლებული ადგილების მონახულება X
II ცხელი ხაზის მუშაობა, ბენეფიციართათვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა X X X X X X
საპროექტო ჯგუფის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან კომუნიკაციის ორგანიზება X X X X X
გასვლითი სემინარი მედიის ხელმძღვანელებისა და პროდიუსერებისათვის X
 

 

 

III

 

 

 

 

 

 

IV

შეხვედრათა ორგანიზება საპარლამენტო ფრაქციებთან,

საპარლამენტო კომიტეტებში კანონპროექტის განხილვა

X X X X
შეხვედრათა ორგანიზება საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან რეგიონებში

ქ. ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, ოზურგეთი, პოთი, ბათუმი, გორი, თელავი, გურჯაანი და რუსთავი.

უსახლკაროთა რეგისტრაცია რეგიონებში,. ჯგუფი 5 ადამიანის შემადგენლობით.

 

X X X X
შეხვედრათა ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და არასაპარლამენტო პარტიბთან. თბილისი

 

X X
ბრიფინგები საინფორმაციო სააგენტოებში X X X X X X X
პროექტის დახურვა. შემაჯამებელი ბროშურა X


 

 

პროექტის მიზნები/ღონისძიებები *აბსტრქტული*

 

ბოლო წლებში საქართველოში მწვავედ დადგა უსახლკაროთა პრობლემა. ტოტალური უმუშევრობის პირობებში და მძიმე სოციალურ ფონზე, უამრავი ოჯახი საცხოვრებლის გარშე დარჩა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ ევროპული სოციალური ქარტიის რატიფიკაციით (უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა) საკუთარ თავზე ვალდებულება აიღო, ამ მიმართულებით ეფექტური მექანიზმი და მისი რეალიზაცია არ არსებობს. ჩვენი მიზანია – მივაღწიოთ სახელმწიფოსგან დახმარების გაწევას უსახლკაროებისათვის და ეს პრობლემა არ გადავიდეს მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციების მხრებზე. ვაიძულოთ მთავრობა  ქვეყნის მოქალაქეების პრობლემები გდაწყვიტოს და მათ მოახდინონ ღირსეული საცხოვრისის უფლების რეალიზაცია.
აუცილებელია, რომ საზოგადოება, პარლამენტის ევრები, სპარლამენტო კომიტეტები და ფრაქციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია, კანონპროექტის დასრულებულ სახეს გაეცნოს. მედიის დიდი როლის გათვალისინებით საჭიროა, რომ უსახლკაროთა პრობლემებს საზოგადოების ყურდღება მიაპყროს და მას ფართო რეზონანსი მიეცეს, დაიძლიოს საზოგადოების ინერტულობა და ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი ინერტულობა, მიტანილი და გაცნობიერებული იქნას საზოგადოების ყველა ფენამდე ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.

 

მოსალოდნელი შედეგი

 

პროექტის ბენეფიციარები მიიღებენ აუცილებელ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ჩვენ შევძლებთ გადავჭრათ რეგისტრაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები საცხოვრებელი ადგილი მიხედვით, რაც ასევე დაეხმარება უსახლკაროებს უზრუნველყონ საკუთარი სარჩევნო უფლების განხორციელება 2016 წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე, დავეხმარებით „სოციალურად დაუცველის“ სტატუსის მიღებაში, ასევე უზრუნველვყოთ იურიდიული თანხლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან  შესაძლო პრობლემების წარმოქნის შემთხვევაში. ჩავატაროთ უსახლკაროთა რეგისტრაცია რეგიონებში და გავმართოთ შეხვედრები და დისკუსიები.
   კანონპროექტის  ფართო საინფორმაციო გაშუქების შედეგად, მივაღწიოთ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას საკითხის სოციალური განსაკუთრებულობისა და უსახლკაროობის პრობლემებისადმი. გათვალისწინებით, მისი მასშტაბების, მიზეზების, შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ, საზოგადოების ტოლერანტობის ამაღლებას, უსახლკაროებისადმი დამოკიდებულების შეცვლას, მოცემული კანონპროექტის მიღების აუცილებლობას და მთავრობასა და პარლამენტზე ზე საჭირო ზეწოლის განხორციელებას, რათა საბოლოო მიზანი მიღებული იქნას  საკანომდებლო ინიციატივა.

 

დაგეგმილი პუბლიკაციები ან სხვა სახის მატერიალები

 

ბროშურების ბეჭდვა ქართულ და რუსულ ენებზე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

ორგანიზაცია „უმუშევრთა კავშირი დასაქმებისათვის“ 2011 წელს დაფუძნდა. ფორმირებულია და მოქმედებს ნებაყოფლობითობის პრინციპით, არსებობს შემოწუროლობათა ხარჯზე. დაარსების დღიდან ორგანიზაცია ახორცილებს უსახლკაროთა რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მასშტაბით. შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება უმუშევრებს შრომითი მოწყობაში და უწევს მატერიალურ დახმარებას განსაკუთრებით გაჭირვებულ ოჯახებს.

 

_________________პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა/კოორდინატორის