სოციალური დახმარების სააგენტოს მუშაობა სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს!

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკმაოდ საგულისხმო და ხელისუფლებისთვის ყურადსაღებ სტატუსს აქვეყნებს:

„სოფლებში დავდივართ, ხალხს ვესაუბრებით და ერთი მთავარი დასკვნა გამოგვაქვს  _ მთელ საქართველოს ძალიან უჭირს! სოფლებში სრული კატასტროფაა!!!! მარტოხელა ბებიები არიან მშივრები…არ ვიცი როგორ ვუშველო, რა გავაკეთო… ხალხი იმდენად არის  დაბნეული და გაგიჟებული საკუთარი გასაჭირით, არც კი იციან, რომ მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა და ოჯახის ექიმი უფასოა. არ იციან, რომ აქვთ ერჯერადი დახმარების მოთხოვნის უფლება და ა. შ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ სოციალური სამსახური რეგიონებში ძალიან სუსტად მუშაობს და ეს სისუსტე არის მიზანმიმართული. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სოციალური დახმარების სააგენტოს მუშაობა უნდა შემოწმდეს… ძალიან მკაცრად და სერიოზულად…დაუშვებელია, სტატუსი წაერთვას მარტოხელა, 80 წლის ბებოს, რომელიც ზის თავის ნახევრდანგრეულ სახლში სოფელ ათენში და შიმშილის გამო ტირის…. ერთი და იგივე სიტუაციაა მცხეთის, ხაშურის, ქარელის და გორის რაიონებში! საჭიროა გადახედვა იმ მიდგომის, რაც არის დანერგილი მანიაკი სააკაშვილის დროს! თავად  სტატუსი _ „სოციალურად დაუცველი“ უნდა გაუქმდეს და შეიქმნას უფრო მოქნილი და სამართლიანი სისტემა!

 

სტატიის ორიგინალი