საზოგადოება ყოველ ხუთშაბათს შეჰყვირებს: გაიღვიძეთ პარლამენტარებო!

ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან არასამთავრობო ორგანიზაციები- „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ და „თავისუფალმა თაობა“ აქცია-პერფომანსს „გაიღვიძეთ პარლამენტარებო!“ მართავენ. როგორც „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, ასეთი აქცია-პერფომანსები გაიმართება მანამ, სანამ არ იქნება ინიციირებული კანონპროექტი უსახლკაროთა შესახებ. „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი კი ამბობს, რომ რადგან „მთავრობა და პარლამენტარები ღრმა ძილს არიან მიცემულნი და არც გაღვიძება სურთ, ამას გააკეთებს საზოგადოება და ყოველ ხუთშაბათს შეჰყვირებს: „გაიღვიძეთ, პარლამენტარებო!“
 „ჩვენი აზრით, ეს პირველი ნაბიჯი იქნება ამ საკითხის მოგვარების გზაზე. ხსენებული კანონპროექტი გადაგზავნილი აქვთ საპარლამენტო 13-ვე ფრაქციას, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და მთავრობის ხელმძღვანელს გიორგი კვირიკაშვილს, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც არანაირი პასუხი არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ პრობლემის გადაწყვეტის ნება არც სახელისუფლებო მმართველ გუნდს და არც ოპოზიციურ პარტიებს არ გააჩნიათ ! აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ მივმართოთ ქუჩის პერმანენტულ აქციებს, რათა ვაიძულოთ პარლამენტარები მტკივნეულ და ყოველდღიურად მზარდ პრობლემას, ყურადღება მიაპყრონ და მისი გადაჭრის გზებზე იფიქრონ !!!“-აცხადებს იოვაშვილი.
13318830_1308107722537080_130927123_n
  აქციის მონაწილეებს პარლამენტთან აქვთ მიტანილი მაღვიძარა საათები  გაღვიძების სიმბოლოდ.

სტატიის ორიგინალი