ხვალ 10.30 PIA-ს პრესკლუბში თავისუფალი თაობის და უმუშევართა კავშირის ერთობრივი ბრიფინგის პრესრელიზი

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულია საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები. ისედაც მეტად რთული პრობლემა,რომელზედაც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, მით უფრო მეტ სიმწვავეს იძენს სწორედ ამ კონტექსტში. … პირდაპირ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას და აღინიშნოს,რომ საარჩევნო კოდექსის 31 – ე მუხლი,რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო სიის ფორმირებისა და მასში ამომრჩევლის შეყვანის წესს, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 28 – მუხლთან,რომელიც ცალსახად და იმპერატიულად ყველა საქარძთველოს მოქალაქეს თანაბარწილად ანიჭებს საარჩევნო უფლებას. აქედან გამომდინარე სრულიად აშკარაა,რომ საარჩევნო კოდექსი – 31 – ე მუხლის სახით შეიცავს ანტიკონსტიტუციურ ჩანაწერს და შესაბამისად იგი მოსაყვანია კონსტიტუციასთან შესაბამისობაში… სწორედ ამ მიზნით ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასაართლოს შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელით,რასაც საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე ვფიქრობთ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს დაჩქარებული წესით,რათა ჩვენს ათასობით მომოქალაქეს,რომლებსაც საკუთარი სოციალური მდგომარეობის გამო,აღარ შეეზღუდოთ კონსტიტუციური საარჩევნო უფლება აირჩიონ და იყვნენ არჩეულნი,როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. გარდა ამ კონკრეტული მოთხოვნისა ჩვენ ვითხოვთ შესაბამისი კანონის მიღების დავალდებულებას საქართველოს პარლამენტისათვის, რადგანაც ჩვენს მიერ მომზადებულ და სრულიად დასაბუთებულ კანონ – პროექტი, „უსახლკაროთა სტატუსის განსაზრვრისა და მათი სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის არცერთმა ფრაქციამ და არცერთმა კომიტეტმა არ განიხილა, რაც ჩვენის აზრით დაარეგულირებდა ამ მიმართულებით არსებულ ქაოსს… მეტიც, ჩვენ მივეღეთ აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხები ფინანსთა, შრომის,ჯამრთელობის და სოციალური დახმარების,ასევე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებიდან,სადაც მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებენ რომ ჩვენი კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს უსახლკაროთა სტატუსის დეფინიციაციას და უსახლკაროთა პრობლემებზე მომუშავე საჯარო იურიდიული ფირის შექმნას,არ არის საჭირო ჩვენს ქვეყანაში, რადგან პრობლემა არ არის მასშტაბური!