,, ცხელი ხუთშაბათი”

,, ცხელი  ხუთშაბათი”,- ასე  ეწოდება  აქციას,რომელიც 16 ივნისს,12 საათზე  თბილისში,პარლამენტის  შენობის  უკან  გაიმართება.აქციის  ინიციატორები  არიან  არასამთავრობო ორგანიზაციები: ,,უმუშევართა  კავშირი  დასაქმებისათვის” და ,,თავისუფალი  თაობა”. ეს იქნება  მორიგი ,რიგით  მეოთხე  აქცია  მოთხოვნით: პარლამენტმა  მიიღოს  კანონი ,,უსახლკაროთა  შესახებ”. აქცია  პარლამენტიდან  მსვლელობით  გაგრძელდება ,,ქართული  ოცნების” ოფისთან  და  მოუწოდებს  მას  შეასრულოს 2012 წელს,წინასაარჩევნოდ  გაცემული  დაპირებები. შეგახსენებთ,რომ  გასულ  ხუთშაბათს,პარლამენტთან  შეკრებილი,,უსახლკაროების” აქცია  მსვლელობით  გაგრძელდა  სახელმწიფო  კანცელარიასთან.