აქცია 30 ივნისი

დღეს, 30 ივნისს გაიმრთა რიგით მე-6 აქცია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ და „თავისუფალი თაობა“, საქართველოს უსახლკარო მაცხოვრებლებთან ერთად, პარლამენტის შენობასთან  ატარებენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დ. უსუფშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, მოტივატორად კი ის გარემოება დასახელდა, რომ პარლამენტის ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, რომელსაც დ. ხუნდაძე ხელმძღვანელობს, არ გააჩნია სურვილი ჩვენი ორგანიზაციის („უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“) მიერ შემუშავებული კანონპროექტის „უსახლკაროთა შესახებ“ მიღება წარმოდგენილი სახით.

პარლამენტარები თანახმანი არიან დაკანონდეს უმუშევართა სტატუსი, მაგრამ არ სურთ ხმა მისცენ იურიდიული პირის შექმნას, რომელიც უსახლკაროთა საკითხებით იქნება დაკავებული, რაც ავტომატურად ანულებს ჩვენს შეთანხმებას სტატუსთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის დაცვის თანამშრომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, შეაღწიეს საშვთა ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მჯდომარე აქცია გამართეს და პარლამენტარებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათმა ერთმა ნაწილმა თანხმობა განაცხადა შეხვედრაზე, რომელიც მეორე დღისთვის დაინიშნა. 1 ივლისისთვის დაიგეგმა პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის წარმომადგენლებთან, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრები.

13578760_1187364914661017_1536615300_n