თამარ იოვაშვილი: რესპუბლიკური პარტიის წევრი ბლოკავს საკანონმდებლო ინიციატივას

არასამთავრობო ორგანიზაციამ _ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ _ რიგით მე-6 საპროტესტო აქცია გამართა. მოთხოვნა უცვლელი იყო-მოგვეცით კანონი უსახლკაროების შესახებ. აქციის მონაწილეები პარლამენტარებთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
13565383_1330804180267434_1472700343_n
    „როგორც ყოველთვის, არც ამჯერად აპირებდნენ პარლამენტარები აქციის მონაწილეებთან გამოსვლას, ამიტომ ისინი პარლამენტის შენობაში შევიდნენ და პირდაპირ იატაკზე დასხდნენ. ამის მერე ჩვენთან ჩამოვიდა ეკა ბესელიას თანაშემწე. ბატონმა თემურმა მოგვცა პირობა, რომ როგორც კი თბილისში უეთოს საპარლამენტო ასამბლეა დასრულდება, აუცილებლად შედგება შეხვედრა ეკა ბესელიასთან, რადგან მისი ჩართულობა ამ საკითხი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ძალიან მნიშვნელოვანია. აქციის მონაწილეებთან ჩავიდა გაურკვეველი სტატუსის მქონე ადამიანი-გიორგი რაზმაძეც.
13566038_1330804176934101_1038294251_n
.
13576536_1330804170267435_1889816030_n
ის ხან ამბობს, რომ არის აპარატის უფროსი, ხან ამბობს, რომ თანაშემწეა, საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ გავარკვიეთ ამ ადამიანის სტატუსი. ის გუშინაც, როგორც სჩვევია აქციის მონაწილეებს ძალიან უხეშად, ადგებულად ესაუბრა. დღეს კი კანცელარიაში შედგა ჩემი და რაზმაძის შეხვედრა. დღეისთვის ორი წერილია გაგზავნილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და არც ერთ მათგანზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ ვითხოვთ დავით უსუფაშვილთან შეხვედრას, რადგან ის არ არის მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ის სრულიად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრას არ უნდა გაურბოდეს, მაგრამ რაზმაძესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფრის თავი და თავია რაზმაძე, რომელიც ცდილობს დაძაბოს სიტყუაცია.
13595430_1330804173600768_1304066490_n
  ,ეს ადამიანი არ არის კონსტრუქციული. ჩვენ მასთან მივედით ყველა დოკუმენტით და იმის მაგივრად, რომ საქმეში გარკვეულიყო, დღეს ორჯერ მომაყენე შეურაცხყოფა. ჯერ დამადანაშაულა ტყუილში და მერე მითხრა, რომ მე გარკვეული პარტიის ინტერესების გამტარებელი და წევრი ვარ. ვაცხადებ საჯაროდ, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და არც ვყოფილვარ. თუ რომელიმე პარტიასთან ვთანამშრომლობ, ეს იმიტომ, რომ ვხედავთ როგორ იზიარებს ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენს ხედვას და ვცდილობთ, ერთად მივაღწიოთ ხალხის საკეთილდღეოდ დასახულ მიზანს. ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, მხარს გვიჭერს როზა ლუქსემბურგის ფონდი, რომლის ხელმძღვანელია დაგმარ ელკენმარი. ეს ფონდი არის თავისუფალი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მემარცხენე შეხედულებები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფონდი აფინანსებს რომელიმე პარტიას საქართველოში. ფონდის სახსრები არის გერმანელი გადამხდელების ფული, იმიტომ რომ პრაქტიკულად, დაფინანსებას ფონდი ღებულობს ბუნდესთაღიდან და თუ ბატონ გიორგი რაზმაძეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია მიმართოს ბუნდესთაღს.
13595901_1330804163600769_1238881654_n (1)
    მასთან შეხვედრის ბოლოს მე განვაცხადე, რომ დავუკავშირდებოდი მედიას და ყველას გასაგონად ვიტყოდი-თურმე საქართველოში გადაწყვეტილებებს არ ღებულობს პარლამენტის თავმჯდომარე, გადაწყვეტილებებს ღებულობს გიორგი რაზმაძე, რომელიც არის რესპუბლიკური პარტიის წევრი. მისი საქმიანობაა, რომ დაბლოკოს ყველანაირი ინიციატივა და დაძაბოს მდგომარეობა. მინდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა მწერლებთან, ბატონ ზურაბ ტყემალაძესთან, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა პარლამენტარებიც, მათ შორის ომარ ნიშნიანიძე, თამაზ მეჭიაური არიან საქმის კურსში. ჩვენ ვიყავით კანონპროექტის განხილვაზე კომიტეტშიც, მივიღეთ გარკვეული დაპირებები, მაგრამ არ გავჩერდებით და საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო წერტილამდე ძალიან წარმატებულად მივართ და ამის რწმენას მიძლიერებს ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედა. მე ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდაჭერას მემარცხენე ძალებისგან, ევროპიდან და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ სამი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე. ვიყავი როზა ლუქსემბურგის ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებაზე. შეხვედრა გაიმართა მოსკოვში, შეხვედრაზე იყო ბუნდესთაღის მემარცხენე ფრაქციის ხელმძღვანელი, ბატონი დიტმარ ბარჩი, რომელსაც ვესაუბრე ჩვენთან შექმნილ მდგომარეობაზე და მივიღე დიდი მხარდაჭერა.
   ჩვენი აქციები გრძელდება. ხუთშაბათს იქნება ძალიან დიდი აქცია და მე პირადად მივმართავ ყველა ჩვენს ბენეფიციარს, გამოვიდნენ პარლამენტთან. ვაპირებთ მსვლელობას კანცელარიასთან, რადგან მთავრობამაც უნდა დაგვიჭიროს მხარი, რომ შეიქმნას ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამიტომ მოვითხოვთ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და უფლებამოსილ პირებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან გაგვცენ პასუხი.