საპროტესტო აქციის ორგანიზატორი არასამთვრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც უსახლკაროთა უფლებებს დაიცავს.

„უსახლკაროთა  შესახებ“ ახალი კანონის ძალაში შესვლამდე იპოთეკური კრედიტების გამო ოჯახების გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები გამოვლენ, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ბრიფინგზე განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ხელმძღვანელმა თამარა იოვაშვილმა.

აქცია 7 ივლისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თბილისში გაიმართება.

„სანამ კანონის ინიცირება არ მოხდება, აქციები გაგრძელდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მთავრობაზე ზეწოლის ყველაზე ქმედითი საშუალებაა“,-განაცხადა იოვაშვილმა.

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტს „სახით უსახლკაროებისკენ“ და ხელისუფლებისგან კანონის მიღებას ითხოვს, რომელიც უსახლკაროთა რეგისტრაციასა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მივედით იმ ფაზამდე, როდესაც ჩვენი კანონპროექტი მზადაა, როდესაც საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია შესული. ჩვენ შევთნხმდით, რომ უსახლკაროს სტატუსი აუცილებლად გაირკვევა. ვფიქრობთ, სექტემბერში კანონპროექტის ინიცირება მოხდება“,-განაცხადა იოვაშვილმა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

თბილისი
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები „უსახლკაროს“ სტატუსს დაეთანხმნენ, თუმცა იურიდიული ორგანოს შექმნაზე, რომელიც უსახლკაროთა პრობლემებს მიხედავს, უარი განაცხადეს. უსახლკაროთა უფლებების დამცველები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი ორგანო უნდა არსებობდეს.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2014-2015 წლებში თბილისში 19 ათასი ოჯახი გამოასახლეს.

შარშან „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისათვის“ თბილისის მასშტაბით უსახლკაროების რეგისტრაცია ჩაატარა და მონაცემთა ბაზა შექმნა,რომელშიც ოთხ ათასამდე უსახლკარო ოჯახია დარეგისტრირებული. ამჟამად ორგანიზაცია რეგისტრაციას ქვეყნის რეგიონებში ატარებს.

არასამთვრობო ორგანიზაცია უსახლკაროებს საკონსულტაციო ცენტრის მამსახურებას სთავაზობს, რომელიც მზადაა გაუწიოს მათ ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება და სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებაში დაეხმაროს.

„ამ სტატუსს მათთვის დიდი მნიშვნელობაა აქვს, რადგან ამაზეა დამოკიდებული, გადაუხდის თუ არა მათ მუნიციპალიტეტი ბინის ქირას“,- ხაზი გაუსვა იოვაშვილმა.

არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყურადღება კიდევ ერთ პრობლებას მიაქციეს, რომელიც უსახლკაროებთან მუშაობისას გამოვლინდა. კერძოდ, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ჩივიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.

აქცია
უსახლკაროთა უფლებადამცველები შიმშილობით იმუქრებიან

ამ საკითხით იურისტები დაინტერესდნენ, რის შემდეგაც კონსტიტუციის 31-ე და 28-ე მუხლებს შორის ურთიერთსაწინაღმდეგო მიმართება გამოავლინეს. 28-ე მუხლის თანახმად, 18 წელს მიღწეულ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის  31-ე მუხლში კი ნათქვამია, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეიტანება.

„ცესკო რატომ უნდა ეყრდნობოდეს მოქალაქის საცხოვრებელ ადგილს, როდესაც ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა პირადი ნომრებით შეგვიძლია და არა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით?!“-აღნიშნა პროექტ „სახით უსახლკაროებისკენ“ კოორდინატორმა მადლენა ხუროშვილმა.

მისი სიტყვებით, ორგანიზაციის იურისტებმა საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე, ასევე ევროკომისიაში და ევროპარლამენტში წერილები გაგზავნეს.

„იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 30 ათას ადამიანს არ გააჩნია რეგისტრაცია, და შესაბამისად, არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არჩევნების დროს  გარკვეულ პარტიებს ამ ხმების გამოყენება და მითვისება თავისუფლად შეუძლიათ“,-ხაზი გაუსვა ხუროშვილმა.