7 ივლისის აქცია

7 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც უსახლკაროთა უფლებების დაცვისთვის იბრძვიან, მორიგი აქცია გამართეს. საპროტესტო გამოსვლა პარლამენტის შენობიდან მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობით გაგრძელდა, სადაც აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს და სკანდირებდნენ „ჩამოდი“.

კანცელარიის შესასვლელთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული და შენობაში შესავლელის ბლოკირებას ახდენდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ მაინც მოახერხა საშვთა ბიუროს ტერიტორიაზე შეღწევა, დასხდნენ იატაკზე და ამ ფორმით გამოხატეს უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრის მოთხოვნა.

შედეგად, მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენელთა რამდენიმე კაციანი ჯგუფის პირისპირ საუბარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძესთან, რომლის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა გააცნეს მას მოთხოვნები, რომლებიც „უსახლკაროთა შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდებოდა და ასევე განმარტეს, თუ რატომ იყო საჭირო ახალი იურიდიული პირის ფორმირება, რომელიც უსახლკაროთა საქმეებით იქნება დაკავებული და დაეთანხმნენ მინისტრის მოადგილის შემოთავაზებას, შეხვედრები ახალ ფორმატში გმართულიყო, რომელშიც მონაწილეობას ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები მიიღებდნენ.

13567295_1220374691341125_5839417218691416447_n

13624535_640440452775027_899557977_n