უსახლკაროებმა მთავრობის კანცელარიასთან რიგით მეათე საპროტესტო აქცია გამართეს

რიგით მეათე საპროტესტო აქცია გამართეს უსახლკაროებმა მთავრობის კანცელარიასთან. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლებისგან საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ.

ამ ცვლილებებით უნდა დარეგულირდეს წლობით ქირით მცხოვრებთა პრობლემა.

საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიის ფოიეში რამდენიმე საათს გაგრძელდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-ინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ანალოგიური მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია მომდევნო ორშაბათისთვის დააანონსეს.

უსახლკაროობა დღეს არის რიგით მეორე პრობლემა. უმუშევრობის შემდეგომ, ადამიანების ყველაზე დიდი მასა ითხოვს საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებას. ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას მინიმუმ დეპარტამენტი მაინც, რომელიც ამ ადამიანებს მიხედავს, მოუვლის, დაშესაბამის დახმარებას გაუწევს,” – განაცხადა თავისუფალი თაობის ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა.