დედაქალაქის მერიასთან უსახლკაროების საპროტესტო აქცია გაიმართა

დედაქალაქის მერიასთან უსახლკაროების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ ორგანიზება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ლადო სადღობელაშვილმა გაუწია. ისინი მუნიციპალიტეტისგან იმ დაპირების შესრულებას მოითხოვენ, რომლის მიხედვით, 73 უსახლკარო ოჯახს ორხევში საცხოვრებელი კორპუსი უნდა გადასცემოდა. სადღობელაშვილის ინფორმაციით, კორპუსი მერიის მიერ აშენდა და გარემონტდა, თუმცა ის დევნილთა სამინისტროს ბალანსზე ფიქსირდებოდა. მისი ვარაუდით, ორხევის საცხოვრებელში სირიიდან დევნილი ადამიანების