,,მეგობრული რჩევა ირაკლი კობახიძეს”

,,ბატონო ირაკლი, დღეს თქვენ ძალიან უსუსური იყავით საკონსტიტუციო განხილვის დროს. ეს აშკარად ჩანდა. თქვენ დღეს ბრძოლა წააგეთ! და ასე იქნება მანამ, სანამ სხვის მითითებებს შეასრულებთ!..მანამ, სანამ ხალხის არ დაელაპარაკებით მათ სურვილებსა და გაჭირვებებზე.

უნდა გაიგოთ, რომ სოციალური უფლებების დაცვა არ ნიშნავს კომუნიზმს. ეს ნიშნავს ჯანსაღ სურვილს, იცხოვრო დემოკრატიულ ქვეყანაში! მე ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოში არიან ასეთი განათლებული და სწორად მოაზროვნე ახალგაზრდები. რაც შეეხება ფორმას-ახალგაზრდობას ახასიათებს მაქსიმალიზმი! თქვენ მთავრობასთან ძალიან ძნელია საუბარი. თქვენ გაგება ან არ გინდათ, ან ვერ იგებთ!

ბატონო ირაკლი, თქვენ დღეს იკავებთ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, რაც არ არის თქვენი პირადი დამსახურება. ეს არის ,,ვიღაცის” სურვილი და მითითება, მაგრამ თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, იქონიეთ ძალა იმისათვის, რომ ემსახუროთ ხალხს!

იარლიყების დარიგება იმ მომენტში, როდესაც არ გაქვთ პასუხი, არის მავნე ჩვევა. მსგავსმა ჩვევამ მიიყვანა სააკაშვილი უკრაინამდე!

P.S. ისე, თქვენი პარტიის პოზიცია ცენტრისტულ-მემარცხენე მიმართულებაა. არ მესმის, რაში გამოიხატება ეს და ამის მერე, სოციალისტური შეხედულებები რატომ გიკვირთ?” _ აცხადებს ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი.