თამარ იოვაშვილი:მინდა ბოდიში მივუხადო საქართველოში მცხოვრებ ყველა უსახლკაროს

დღეს, ,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს პრეს-კლუბში პრესკონფერენცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” წარმომადგენლებმა: თამარ იოვაშვილმა, დავით ხვადაგიანმა და დავით ჩიხლაძემ.
თამარ იოვაშვილმა, ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” თავმჯდომარემ  განაცხადა:
,,მინდა, ბოდიში მოვუხადო საქართველოში მცხოვრებ  ყველა უსახლკაროს და ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარს. ბოდიშს იმიტომ ვუხდი, რომ დღემდე არ არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი უსახლკაროთო შესახებ ინიცირებული და ამის მიზეზებსაც მოგახსენებთ. ამაში ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვენდეთ ირმა ინაშვილის დაპირებას, რომელიც მან გასცა არჩევნების წინ.  მისი თქმით, პირველივე სესიაზე გაიტანდა ამ კანონპროექტს და ინიცირებას გააკეთებდა. ძალიან დიიდ განხვავებაა, ჩვენი ორგანიზაცია გაიტანდა ამ კანონპროექტს თუ პარლამენტარი. დაპირება პატრიოტთა ალიანსიდან გრძელდებოდა თებერვლის თვემდე და სამწუხაროდ, თებერვლის მერე, ინაშვილი საერთოდ გახდა მიუწვდომელი.
ჩვენ, ამის შემდეგ, არაერთხელ მოვითხოვეთ შეხვედრა, მაგრამ არც ირმა და არც პარტიის სხვა ლიდერი ჩვენ არ შეგვხვდა. მეტსაც გეტყვით, ადამიანი, ვისაც ეს ჰქონდა დავალებული იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი – გოჩა თევდორაძე, რომელიც, ამ სამი თვის განმავლობაში ყურმილს არ იღებდა. ჩვენს ორგანიზაციას ჰყავს ოთხიათას ხუთასი უსახლკარო თბილისელი ოჯახი, გარდა ამისა, იგივე მდგომარეობაში არიან რეგიონებშიც და ყველა ელოდებოდა ამ კანონპროექტს. კანონპროექტში მკაფიოდ არის ხაზგასმული  უსახლკაროთა სტატუსის საკითხი. ის, რაც დღეს ქართულ კანონმდებლობაში საერთოდ არ არის.
ყველამ იცის ჩვენი ორგანიზაციის აქტივობის შესახებ. შარშან ჩავატარეთ 14 აქცია და ზუსტად ჩვენი ორგანიზაციის აქტივობის შედეგი არის ის, რომ თბილისის მერიამ დაიწყო უსახლკაროთა რეგისტრაცია და კონსტიტუციის პროექტში შევიდა ჩანაწერი ყველა ადამიანის ღირსეული საცხოვრებლის შესახებ. ის, რაც არ იყო არსებულ კონსტიტუციაში. ჩვენ ვთვლით, რომ ნელ-ნელა ვაღწევთ ჩვენს მიზანს.
ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია და არანაირი ანგაჟირება არ გვაქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეასრულებს თავის დაპირებებს და მიხედავს ამ ხალხს. ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ მოხდეს ამ კანონპროეტის ინიცირება და ყველა უსახლკარომ იგრძნოს შვება.
პატრიოტთა ალიანსმა ასე უხეშად არ შეასრულა თავისი დაპირება. ამავდროულად, მე დამიკავშირდნენ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მათ მიამბეს, რომ ჩვევაა პატრიოტთა ალიანსის და კერძოდ ირმა ინაშვილის, ასე გამოიყენოს არასამთავრობო ორგანიზაცია. პოლიტიკური პარტია ,,პატრიოტთა ალიანსი” წარმოჩნდება როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან მებრძოლი პარტია, სინამდვილეში, ის ასეთი არ გახლავთ. ამას მე ვამბობ მტკიცებულებებით. პირველი და მთავრი არის ის, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე ორი მოწვევის პარლამენტარია და ის ნაციონალური მოძრაობის სიით იყო გასული. ასევე მისის ბიძაშვილი, დღემდე რჩება ნაციონალურ მოძრაობაში”.