თამარ იოვაშვილი სოციალური მომსახურეების სააგენტოს დირექტორს და მინისტრის მოადგილეს, ზაზა სოფრომაძეს მიმართავს!

“ქალაქში ძალიან მძიმე სოციალური ფონია
უამრავი ადამიანი მიმართა სააგენტოს, უამრავ ადამიანს მოუხსნეს სტატუსი და მის აღდგენას ცდილობენ.
სოცმუშაკებს თითქოს ფაშისტებთან გავლილი აქვთ ტრენინგი,
უხეშობა, ადამიანების დაცინვა..
ამიტომ მივმართავ ბატონ ზაზა სოფრომაძეს და მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ! დროა შემოიღოთ იმ მოქალაქეების ფსიქოლოგიური შემოწმება, რომლებიც სოციალური აგენტებების პოზიციაზე მუშაობენ ! დაუშვებელია, რომ ამ სამსახურში დასაქმებულები იყვნენ უსულ-გულო და ცივი ადამიანები, რომელთაც აგრესიისკენ აქვთ მიდრეკილება ! ზემოხსენებულ პოზიციაზე მისაღები პირებისთვის, კრიტერიუმები შემუშავებული უნდა იქნეს პრეტენდენტის პირადი, ადამიანური მახასიათებლების და არა დატრენინგებული რობოტების პოზიციიდან !
ასევე მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს:
მეგობრებო ! გთხოვთ მოგვაწოდოთ ყველა ის ფაქტი, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს არადამაკმაყოფილებელ მუშაობას უკავშირდება. განსაკუთრებით კი, რაც სოციალურად დაუცველი სტატუსის ჩამორთმევას და ბინის ქირის გადახდის თხოვნაზე, უარის თქმას შეეხება ! ასევე გვაცნობეთ იმ ფაქტების შესახებ, სადაც სოცმუშაკები არასათანადოდ და უხეშად იქცევიან. თქვენ შეგიძლიათ თითოეული ამ უკანონობის შესახებ ინფორმაცია, ღია, ანაც პირად მიმოწერაში გამომიგზავნოთ, ანაც დამირეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 599541022, 2476552.
ჩვენ ვთვლით რომ თუ ბატონი ზაზა და მისი მოადგილეები ვერ ახერხებენ სიტუაციის დალაგებას და ვერ არჩევენ კადრებს, ასევე თუ ვერ ახერხებენ შესაბამის მონიტორინგს ჯობია გადადგნენ თანამდებობიდან და მათ ნაცვლად მოვიდეს ხალხი რომლებიც შეძლებენ ამ ყველაფერს.”