,,პირადობა არ ჰქონდა და საავადმყოფოში ვერ გადაიყვანეს…” – და-ძმა პაპოშვილების უღატაკესი ცხოვრება

,, თბილისში, მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე ცხოვრობს ერთი ოჯახი _ სამი და, და ორი ძმა. მათ მდგომარეობას უკიდურესი სიღატაკე ჰქვია. სამივე ბავშვთა სახლში გაიზარდა, ამიტომაც არიან უსახლკაროები. დებს აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ძმებს – არა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ხუთიდან სამს აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, ძმებს კი ფსიქოლოგიური პრობლემები. ძმებს რეესტრში უარი უთხრეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, ანუ არ ცნეს საქართველოს მოქალაქეებად იმის მიუხედავად, რომ დაბადებულები არიან საქართველოში, თბილისში და ბოლო 20 წელი აქ ცხოვრობენ! ამას ადასტურებს დაბადების მოწმობები და სკოლის ატესტატები.

  ამ ახალგაზრდა მამაკაცებს (ერთი არის 40 წლის, მეორე 39) არა აქვთ არც ერთი დოკუმენტი, არც პირადი ნომერი. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი მათგანი ავად გახდა, სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ იმის გამო, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა, საავადმყოფოში არ გადაიყვანეს.

  იბადება კითხვა, ნუთუ საქართველოში არაბებს, ინდოელებს, თურქებს, ზანგებს უფრო მეტი პრივილეგია აქვთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ საქართველოში და არიან ქართველები? ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხალხს პატრონი არ ჰყავს? ვერ გავიგე, მართლა ბნელააა??? ნახეთ, რა პირობებში ცხოვრობენ პაპოშვილები… ” _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი.