,,ზაზა სოფრომაძევ, მიხედე ბავშვებს! ჩართე ეს ოჯახი კრიზისულ პროგრამაში!”

,,ოჯახი ცხოვრობს ამ ქოხში – ბებია, 4 პატარა ბავშვი და მარტოხელა, ინვალიდი მამა… მამას თირქმელი მისცა ბებომ, ანუ დედამ… მათ არ აქვთ არც დენი, წყალი, გაზი… ჯერ ზაფხულია, მაგრამ ზამთარი მოვა და მე არ ვიცი, როგორ უნდა იყვნენ ამ ქოხში, სიბნელეში, სიცივეში. აი, ამ ოჯახს, 4 თვე სოციალურად დაუცველების სტატუსი შეჩერებული ჰქონდა და მხოლოდ ახლა აუდგინეს. პირველ ფულად დახმარებას მისცევენ სექტემბერში, მაგრამ 5 თვის თანხის ანაზღაურებას არ აპირებენ.

ვინმე ჰკითხა ამ ქალბატონს, როგორ ცხოვრობდა 4 თვე და კიდევ ერთი თვე როგორ უნდა იცხოვროს? ან საერთოდ, რატომ უნდა იყვნენ ამ ქოხში? ნუთუ ვერ გაიყვანს გამგეობა ამ ხალხს ქირით? ან და გელა ჩივიაშვილმა და ნინა ხატისკაცმა რატომ არ მიანიჭეს ამ ხალხს უსახლკაროს სტატუსი და არ გადაიყვანეს ორხევის თავშესაფარში?

 მოკლედ, კითხვები ბევრია… მე კი გეტვით, რომ ამ ბავშვებს შიათ, სჭირდებათ ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები!
ზაზა სოფრომაძევ! მიხედე ბავშვებს! ჩართეთ ეს ოჯახი კრიზისულ პროგრამაში!” _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი და იმ ოჯახის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც საუბრობს.