ქცევის კოდექსის მიღება

ჩვენი ორგანიზაცია ააიპ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ დარეგისტრირდა 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებისათვის დამკვირვებელ ორგანიზაციად.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად აკვირდება საარჩევნო პროცესს, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში.


ჩვენ ასევე მონაწილეობა ვიღებდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაკვირდებოდით არჩევნების მიმდინარეობას.
მოგახსენებთ, ა/ო „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ცესკოს მიერ მიწვეულ იქნა მუნიციპალიტეტის, წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის, მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ ორგანიზაციათა ქცევის კოდექსის ხელის მოწერის ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 27 სექტემბერს 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“.
ცერემონიას 31 არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა.

აღნიშნული დოკუმენტი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.
ჩვენ გავეცანით ქცევის კოდექსს,  და რადგანაც არჩევნები წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, სადაც ძალიან ბევრი მხარეა წარმოდგენილი და თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და თითოეული მათგანის მიერ კეთილსინდისიერად  შესრულებული საქმიანობა და ეთიკის ნორმების დაცვა, წარმოადგენს წინაპირობას  რომ საბოლოოდ არჩევნები ჩატარდეს საამართლიან გარემოში. სწორედ ამიტომ შევუერთდით ქცევის კოდექსის ხელის მოწერის ცერემონიას, გავიზიარეთ და ხელი მოვაწრეთ მას.